პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ

ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება. მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია, – წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, “იმედის” ეთერში გასული დებატების შესახებ, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება.

“დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ — სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება. ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება. მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია.

კრიტიკა ისევ ვიწრო პოლიტიკურ და პირად ინტერესებს ემსახურება. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება. სავალალო მდგომარეობაა — ჩვენმა ოპონენტებმა უკეთ იციან რუსული პოლიტიკის ისტორია, ვიდრე ევროპული თუ დასავლური საგანმანათლებლო და მეცნიერული პროცესები. ოპონენტები კონსტიტუციას იშველიებენ, მაგრამ ავიწყდებათ — 27-ე მუხლის ავტორი, რომელმაც აკადემიური ავტონომია თავად ჩაწერა კონსტიტუციაში, ირაკლი კობახიძეა. ვინ უნდა იცოდეს ამ მუხლის შინაარსი უკეთ, თუ არა მისმა ავტორმა? და ეს მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოს სწავლების ხარისხის კონტროლში. რას ვთავაზობთ ჩვენ: — დარგობრივი კონცენტრაცია ფრაგმენტაციის ნაცვლად — 3+1 მოდელი, როგორც EHEA-ს ქვეყნებში — უფასო სახელმწიფო განათლება, არა კერძო ბიზნესის სუბსიდირება (რატომაა 78 კერძო უნივერსიტეტი?) — 11-წლიანი ეფექტიანი სისტემა (40 000+ კურსდამთავრებულიდან უცხოეთში 200-300 ჩააბარებს — 0.75%. 99.25%-ს ვწირავთ 0.75%-ის გამო?) — რეგიონების სკოლებზე ზრუნვა დაზოგილი რესურსებით რას გვთავაზობენ ისინი: ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის. დღევანდელმა დებატმა კიდევ ერთხელ აჩვენა — განათლების რეფორმა გარდაუვალია, და რეალური ექსპერტების ფორმირება ამ რეფორმის ნაწილია. განათლების რეფორმა მოსახლეობას ეკუთვნის — არა სტატუს კვოს მცველებს!” – წერს მარიამ ლაშხი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.