პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის დემონსტრაციების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, ოღონდ, იმედის მაყურებელმა ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე თქვენ გგონიათ – იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ

“ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”. მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ “იმედის” მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, თუმცა, ტელეკომპანიის მაყურებელმა, ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე ჯანაშიას და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ.

“გახსნილი ტელედებატების შინაარსზე არანაკლებ საინტერესოა მასზე სხვადასხვა ჯგუფის რეაქცია. გაიხსნა მსჯელობა, დაიწყო პროცესი. რაკი უამრავი რამ ითქვა, მე “იმედის” გუშინდელი ეთერის ერთადერთ პასაჟზე გამიჩნდა გამოხმაურების სურვილი: “ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…” მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს. პატ. სიმონს მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის, წინააღმდეგობების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, მათი სასამართლოებისა თუ სასჯელების შესახებ. ჩათვალა, რომ საჭიროა ინფორმირება და უმრავლესობისთვის პირში თქმა. ოღონდ იმედის მაყურებელმა ყველაფერი იცის. და იცის იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. იცის რას ნიშნავს აკაცუკი, რისთვის დადიან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იცის ვინ დგას პროცესის უკან და რას ნიშნავს საგამზირე ხორცი. იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ, რადგანაც სიმართლე არ იმალება და სწორედ სიმართლეა, რომლის მოსმენასაც უმრავლესობა ირჩევს. სიმართლე კი ჩვენს მხარესაა. მთავარი სიმართლე, რომ რეალობა რაშიც ვცხოვრობთ, ჩავარდნილი რევოლუციის სინამდვილეა. აქედან მოდის რეიტინგი. პარტიისაც და მედიისაც.” – წერს გურამ ნიკოლაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.