პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა რეფორმების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს: „ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებმა გააგრძელეს ამგვარად საკუთარი თავის „გაშიშვლება“, აღარ დარჩებათ ამომრჩეველი.

“ვინც გუშინ ტელეიმედზე განათლების რეფორმის შესახებ დებატებს უყურა, ალბათ ყველას გაუჩნდა ერთი კითხვა – რისთვის მიდიოდნენ სტუდიაში? თუკი მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო, არ გამოუვიდათ, რადგან მიუხედავად გარკვეული თავხედობისა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა არ მისცეს გასაქანი, მათი ჩვეული უზრდელობით რომ ესაუბრათ. რაც შეეხება განათლების საკითხს, ასეთი “მომზადებულები” რომ მართავდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ გაგვინადგურეს ყველა სფერო და განსაკუთრებით – განათლება. დღეს იმ სისტემის ანტისახელმწიფოებრივი განათლების მესვეურები ახალ რეფორმას გვიწუნებენ, ოღონდ არ იციან, რატომ. ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. სწორედ ეს იყო საგანგაშო. ამაზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში. იმედია, ახლა მაინც მიხვდნენ ოპონენტები, თუ რატომ შემოიტანა საჯარო დებატების ინიციატივა პრემიერმა. კიდევ ბევრ თემაზე გაშიშვლდებიან “მოაზროვნე” პროფესორ-პოლიტიკოსები. არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, ამ დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.