პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს

გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დებატები გადაიყვანა შინაარსის ნაწილში, იქ სადაც მიწვეული განათლების დარგის “სპეციალისტები” ყველაზე სუსტები აღმოჩნდნენ, რამაც ნათლად გამოაჩინა სხვაობა ოპონენტებს შორის.

“გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს. განათლების დარგის ოთხი “სპეციალისტი” ყოველ ჯერზე, როცა ისინი ცდილობდნენ ემოციური სპექტაკლის მოწყობას, პასუხად იღებდნენ ციფრებს, ფაქტებს და კონკრეტულ მექანიზმებს. როცა საქმე რეალურ რეფორმებზე მიდგა, მათმა “ექსპერტობამ” უბრალოდ ვერ გაუძლო დეტალურ კითხვებს. აღმოჩნდა, რომ ხმამაღალი კრიტიკა ძალიან მარტივია, მაგრამ როცა გთხოვენ ალტერნატივას, სიჩუმე ისადგურებს. ირაკლი კობახიძემ დებატები გადაიყვანა იქ, სადაც ოპონენტები ყველაზე სუსტები იყვნენ – შინაარსში. და სწორედ აქ გამოჩნდა სხვაობა: ერთი მხარე საუბრობდა სისტემურ ხედვაზე და შედეგებზე, მეორე – ზოგად უკმაყოფილებაზე. გივი მიქანაძემ პრაქტიკულად დაშალა თითოეული ბრალდება ნაწილებად და აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ან ზედაპირული იყო, ან პოლიტიკურად მოტივირებული. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, დისკუსია რამდენჯერმე უბრალოდ იქცა უხერხულ და კომიკურ მომენტებად, რადგან არაკომპეტენტურ ოპოზიციონერებს საკუთარი განცხადებების განმარტებაც კი უჭირდათ,”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.