პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჭირდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მომზადება, იმ საკითხისათვის, რაც წამოცდა დიმიტრი მედვედევს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით

„ამ ეტაპზე არავინ იცის, როგორ დასრულდება რუსეთისთვის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, თებერვლის დასაწყისში, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთის საზოგადოების გასაგონად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„ამ ეტაპზე არავინ იცის, როგორ დასრულდება რუსეთისთვის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. რუსეთსაც კი, საქართველოსნაირ პატარა ქვეყნის საკითხთან დაკავშირებით ჭირდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მომზადება, იმ საკითხისათვის, რაც წამოცდა დიმიტრი მედვედევს, რომელიც რუსეთის პოლიტიკის ვანგად გადაიქცა, ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ. მას ძალიან მნიშვნელოვანი წამოცდენა ჰქონდა თებერვლის დასაწყისში, როცა უთხრა აფხაზეთის საზოგადოებას: გასაგებია, რომ თქვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თამადობით რამდენიმე ქვეყანამ სცნო, მაგრამ დიდ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და ერთხელაც შეიძლება ვიღაცამ უკან გამოიწვიოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა რაღაცა სახელმწიფოებრიობის, სუბიექტურობის ნიშნები აუცილებლად დაგრჩებათ – ეს არ არის ტრაგიკულიო.

მედვედევის ამ განცხადების შემდეგ გამახსენდა კარიბის ზღვაში არსებული პატარა კუნძული – თვითმმართველობითი სახელმწიფო კიურასაო, რომელიც ამავდროულად შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში, ანუ იურიდიულად არის ნიდერლანდების ნაწილი, თუმცა სხვადასხვა სპორტულ სახეობებში უფლება აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით გამოვიდეს, ასევე ჰყავს პარლამენტი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს ყველაფერი პრეცედენტულია და ახალი რამის შექმნა აუცილებელი არ არის. აქვე გაგახსენებთ ჰონგ-კონგის მაგალითს, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 50-წლიანი ვადა ეწურება და მალე ოფიციალურად გახდება ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.