პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: 2025 წლის სექტემბერში რუსეთმა ესპანური ღვინის იმპორტი 916 ტონამდე გაზარდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სანქციების სიაში თქვენ მათ ვერ იხილავთ. იქ „ყულევსა“ და „სოკარს“ ამატებენ. ასეთია ბრიუსელის “ლოგიკა”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის, საფრანგეთი და პოლონეთი დასახელდნენ ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის უმსხვილესი ღვინის მიმწოდებლებად: „საფრანგეთმა ხუთჯერ გაზარდა ექსპორტი და 2017 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მოცულობას – 34.4 მილიონ ევროს მიაღწია. მესამე ადგილი პოლონეთმა დაიკავა, რომელმაც რეკორდული, 70.8 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო მიაწოდა რუსეთს, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, ასეთი სტატიკის ფონზე, ევროკავშირი სანქციებში სოკარსა და ყულევს ამატებს. ქართველიშვილი ამას ბრიუსელის „ლოგიკას“ უწოდებს.

„ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის, საფრანგეთი და პოლონეთი კვლავ დასახელდნენ ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის უმსხვილესი ღვინის მიმწოდებლებად. საფრანგეთმა ხუთჯერ გაზარდა ექსპორტი და 2017 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მოცულობას – 34.4 მილიონ ევროს მიაღწია, რამაც მას 2021 წლის შემდეგ პირველად, საშუალება მისცა, ტოპ ხუთეულში დაბრუნებულიყო. მესამე ადგილი პოლონეთმა დაიკავა, რომელმაც რეკორდული, 70.8 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო მიაწოდა რუსეთს, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. იტალია კვლავ წამყვანი ექსპორტიორია 207.4 მილიონი ევროთი (16%-იანი კლება წინა წელთან შედარებით) და ლატვია წარმოდგენილია 106.7 მილიონი ევროთი (12%-იანი კლება). ტოპ ხუთეულს პორტუგალია ავსებს, მიუხედავად ექსპორტის 18%-იანი შემცირებისა (34 მილიონი ევროს ოდენობით). წამყვანი ექსპორტიორების სიაში ასევე შედიოდნენ გერმანია (246 მილიონი ევრო), ესპანეთი (20.1 მილიონი ევრო) და ლიეტუვა (10.4 მილიონი ევრო), სადაც გადაზიდვების მოცულობა ოდნავ შემცირდა. ავსტრიამ რუსეთში ღვინის ექსპორტი 50%-ით გაზარდა და 5.8 მილიონ ევრომდე ავიდა, ხოლო ჩეხეთმა 14%-ით შეამცირა და 2.1 მილიონი ევრო შეადგინა. საფრანგეთმა იანვარში მკვეთრად გაზარდა რუსეთში ცქრიალა ღვინის ექსპორტი, რამაც გადაზიდვები 8.2 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 2025 წლის სექტემბერში რუსეთმა ესპანური ღვინის იმპორტი 916 ტონამდე გაზარდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სანქციების სიაში თქვენ მათ ვერ იხილავთ. იქ „ყულევსა“ და „სოკარს“ ამატებენ. ასეთია ბრიუსელის “ლოგიკა” – წერს დავით ქართველიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.