პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა “დიფ სთიეთს”, რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი USAID- ი აფინანსებდა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან გამოყოფილი თანხები მიდიოდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც „დიფ სთეითს“ ჰქონდა სურვილი, რომ აღნიშნული ქვეყნები ექცია პროქსი სახელმწიფოებად.

„ დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ყველა იმ ქვეყანაში სადაც „დიფ სთეითს“ სურვილი ჰქონდა, ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელი ქვეყანაც მათ უნდოდათ რომ ექციათ პროქსი სახელმწიფოდ. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამხელდით მანამდე, სანამ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები დაიკავებდნენ ოვალურ კაბინეტს აშშ-ში. დადასტურდა ის, რის გამოც დაიკეტა ის ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში იყვნენ იმ არაპროფილური თანხების ხარჯვასთან, პირდაპირ იმ თანხების გამოყოფასთან, რომელიც ემსახურებოდა ხაზგასმით სასურველ პროქსი სახელმწიფოში რეჟიმის ცვლილებას, თუ გადატრიალების მოწყობას, თუ სასურველი ხელისუფლების მოყვანას. ყველაზე მთავარი დადასტურდა ის მძიმე მემკვიდრეობა არამხოლოდ მსოფლიოს მიმართ, არამედ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელზეც უკვე ღიად მიდის საუბარი, თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან,“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.