პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მხოლოდ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტის და იდენტობის დაცვით ვივლით. ურთიერთობა და ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება თუ მეგობრობა, მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე- ეს არის დაკვეთა

„პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა.“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “დებატებში”. 

კირცხალიამ დასასრულს  ყურადღება გაამახვილა ღირსებაზე, სუვერენიტეტის დაცვასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე და მიუთითებს, რომ არცერთ კავშირში გაწევრიანება საკუთარი იდენტობის და ღირსების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. 

„ხშირად მოვისმინეთ სიტყვა პრაგმატული. დიახ, პრაგმატიზმია ის, როდესაც შენ საუბრობ და ბედავ, უკვე ხარ იმ დონეზე, რომ ყველას, შენს მეგობარს, შენს პარტნიორს ესაუბრო პარიტეტულ საწყისებზე. როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ და მაქსიმუმს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა იყოს მზად და გამართული ასეთ ტურბულენტურ სიტუაციაში. ატარო იმ გზაზე, რომელ გზასაც მოაქვს შემდეგ ის კეთილდღეობა, რომელ კეთილდღეობასაც დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქე განიცდის. კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით, სუვერენიტეტის და ჩვენი იდენტობის დაცვით ვივლით, ეს არის დაკვეთა. ურთიერთობა და  ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება თუ მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე- ეს არის ამოსავალი წერტილი“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.