პოლიტიკა

გია აბაშიძე: ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სუს – ის მიერ გავრცელებულ ინფორამციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა და თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმი გავასაჯაროვდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი.

მისი შეფასებით, პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა “ნაცექსპერტის” სტილში ლაპარაკი.

„ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება. დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი. პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა “ნაცექსპერტის” სტილში ლაპარაკი. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდგომი ინტერვიუს უზუსტობები განმარტა: “სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა: 1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. 2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ” – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.