პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პოლიტიკური დებატების მორიგი რაუნდის შეჯამებისას, როცა დებატების უალტერნატივობაზე ისაუბრა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა ქვეყანაში არსებული მშვიდობა.

მისი თქმით, იმ გზის მართებულობა, რომელიც საქართველომ აირჩია, წლებმა დაადასტურეს და პრაგმატული პოლიტიკის მიზანშეწონილობას აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციაც ეთანხმება.

„დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ 2022 წლიდან დავიწყეთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 4 წლისთავზე კი მოვედით აქამდე – გვაქვს მშვიდობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები რუსულს უწოდებენ. უკრაინაში გვაქვს თურმე ევროპული ომი და საქართველოში რუსული მშვიდობა. ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო, ჩვენ დებატებში კი არ ვიქნებოდით, სახელმწიფოც არ გვექნებოდა. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის. ბოლო-ბოლო, ამ ყველაფერს, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენი წერილები რომ მოვიშველიოთ, ეთანხმება და პირდაპირ იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია. მართალია ოპონენტები ამბობენ, რომ ის ამერიკაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტნიორი პარტნიორია და ჩვენც გვაქვს კრიტიკის უფლება, მათ შორის ევრობიუროკრატიის,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.