პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მაიკ ბენცის განცხადებებით დადასტურდა, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები გარედან ფინანსდებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მაიკ ბენცის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ის, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ამტკიცებდა უცხოურ დაფინანსებასა და ჩარევაზე, დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დასტურდება.

„დღეს ქართველმა საზოგადოებამ, მათ შორის ემიგრანტებმა, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ბევრი კითხვა ჰქონდათ და შესაძლოა სჯეროდათ, რომ ჩვენ დასავლეთსა და ჩვენს არჩეულ ღირებულებებს დავუპირისპირდით, დაინახეს ერთი ჭეშმარიტება — ჩვენ მართლები ვიყავით,“ — განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ მაიკ ბენცის მიერ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ დაადასტურა, საქართველოში მიმდინარე პროცესების უცხოური დაფინანსება და მართვა.

„ვაკვირდები ოპოზიციის კომენტარებს და ჯერჯერობით განსაკუთრებულად რადიკალური არაფერი უთქვამთ, თუ უმნიშვნელო განცხადებებს არ ჩავთვლით. როგორც ჩანს, რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით — რომ პროცესები უცხოეთიდან ფინანსდებოდა და შიდა პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა — დღეს უკვე დასაბუთდა. მაიკ ბენცმა დეტალურად აღწერა, როგორ ხდებოდა ამ პროცესების დაფინანსება და კოორდინაცია. სამი-ოთხი წლის წინ, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობდით და რევოლუციური სცენარების თავიდან აცილებას ვცდილობდით, ვაკრიტიკებდით ბაიდენის ადმინისტრაციას და ვაცხადებდით, რომ თბილისში მზადდებოდა არეულობა. ვამბობდით, რომ გარედან ხდებოდა ახალგაზრდებისა და ოპოზიციის მხარდაჭერა და პროცესების ესკალაცია. ბენცმა დაასახელა კონკრეტული ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით დოლარი შემოდიოდა საქართველოში არეულობისთვის. მოგვიანებით ეს ორგანიზაციები ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა, რადგან გაირკვა, რომ ისინი არც საქართველოს და არც ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურებოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის პოლიტიკას არასწორად ახორციელებდნენ და ადგილობრივ საზოგადოებებს ამერიკასთან აპირისპირებდნენ. ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენი შეფასებები რეალობას შეესაბამებოდა. დღეს უკვე ამერიკის მხრიდანაც ისმის ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ,“ — განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.