პოლიტიკა

იოჰან ვადეფული უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე – ყველაფერი მივაწოდეთ, რაც გვქონდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, ბერლინს, ფაქტობრივად, ამოეწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტებისსაკუთარი მარაგი და აღარ შეუძლია მათი უკრაინაში საკუთარი საწყობებიდან გაგზავნა.

კითხვაზე, რატომ შეიქმნა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის დეფიციტი, ვადეფულმა განაცხადა:

„ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. დარჩენილი საზენიტო რაკეტები, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემებისთვის, ამერიკული წარმოებისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც საწარმოო ობიექტებიდან გამოდის, ახლა პირდაპირ უკრაინაში მიდის. ყველაფერი მივაწოდეთ, რაც კი გვქონდა. სხვა ევროპელებსაც შეეძლოთ იქ მეტი წვლილის შეტანა. ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არსებობს“, – აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, გერმანიამ ლომის წვლილი შეიტანა იმის დაფინანსებაში, რასაც უკრაინა ღებულობს.

„ეს გერმანიის გამო არ ხდება. ჩვენ ყველაფერი გავხადეთ ხელმისაწვდომი, რაც კი გვქონდა. ლომის წვლილი შეგვაქვს იმის დაფინანსებაში, რასაც უკრაინა ღებულობს“, – აღნიშნა ვადეფულმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.