პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით, რა ძალებთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ

“გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი წლის მმართველობასთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ“- ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “დებატებში”  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ რთული გზა გაიარა, მაგრამ დღეს დგას ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საზოგადოების დაკვეთით იღებს და არა გარე ძალების მითითებით. 

„გავიარეთ ეს გზა, გავიარეთ ის მძიმე მემკვიდრეობა, გამოიწრთო გუნდი და რეალურად დღეს ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც ღირსეულად, საზოგადოების დაკვეთით მიიღება გადაწყვეტილებები და არავის ვეკითხებით ამ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყველაზე მთავარი და კარგად გვახსოვდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და როცა აქ კითხვები ჩნდება, რომ „ეს როგორ დაუშვით“, გაგახსენებთ კოჰაბიტაციას, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად არავის გვინდოდა და შევხედოთ, სად ვართ დღეს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას და რეალურად ღირსეულად თვალებში უყურებს და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ბრიუსელს“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.