ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:35
სოზარ სუბარი

განცხადება · 160 ნახვა

„სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო – ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა. „გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას,“ – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ არსებული მმართველობითი მოდელი დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს ქმნის, რაც სისტემურ გადახედვას საჭიროებს.

“რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვას ქვეყანაში ახორციელებს რამდენიმე რგოლი. პირველი რგოლი არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით არჩეულ მერებსა და საკრებულოებს. მეორე რგოლად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ხელისუფლების რეგიონული წარმომადგენლობები. ამათ გარდა არის კიდევ ორი დამატებითი რგოლი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის ფუნქციების დუბლირებას ახდენენ. ეს არის, ერთი მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციები სახელმწიფო რწმუნებულების სახით და მეორე – შარშან შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია – ამაში ვგულისხმობ არა მის მიერ განსახორციელებელი პროექტების, არამედ უშუალოდ სამინისტროს შენახვის ხარჯს. 13 მილიონ ლარს აღემატება სამხარეო ადმინისტრაციების შენახვის ხარჯი. ამას დავუმატოთ ავტომანქანები, შენობები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და გასაგები გახდება, რაც უჯდება საქართველოს მოსახლეობას ეს დუბლირება.

ფაქტია, რომ ან რეგიონული გამვითარების სამინისტრო არის მეხუთე ბორბალი, ან – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და, შესაბამისად, რომელიმე მათგანი გასაუქმებელია. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი თვითმმართველობა თავისი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ვლაპარაკობთ მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ბუნებრივია, რომ ხალხის მიერ არჩეულ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერს, შესაბამისი დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც უნდა შეეძლოს. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ხდებოდეს კორუფციის ძალიან მკაცრი კონტროლი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას. შესაბამისად, ამ ორი რგოლიდან რომელიმე უნდა გაუქმდეს – ან სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩემი აზრით, ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“