პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ შეკითხვას და თქვა, რომ მათ მიერ გაჟღერებული კითხვის საპირისპიროდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს: „სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა რომ საპარლამენტო ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფს „საქართველოსთვის“ ვგულისხმობ, კითხვა დასვა იმგვარად, რომ პრაქტიკულად, წავიდა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელშიც ხალხი მონაწილეობს“ – განაცხადა დეპუტატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია, გაიზარდოს პროგრამაში ჩადებული თანხა, ვინაიდან ის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რა და როგორი პრინციპით უნდა გაკეთდეს სოფლად.

„კითხვა გვაქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა რომ საპარლამენტო ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფს „საქართველოსთვის“ ვგულისხმობ, კითხვა დასვა იმგვარად, რომ პრაქტიკულად, წავიდა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელშიც ხალხი მონაწილეობს. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია „ხალხის ძალა“ 2022 წლიდან, მაშინ, როცა პარტიაც არ ვიყავით, ვამბობდით, რომ ხალხს უნდა ვანდოთ ქვეყნის ბედი, მათ შორის საგარეო პოლიტიკაშიც. ახლა კი არ გვინდა მოსახლეობას ვანდოთ არჩევანი, თავის სოფელში სასაფლაოს შემოღობავს თუ სტადიონს ააშენებს?! ჩვენ გვაქვს საპირისპირო მოცემულობა. კონსულტაციები უნდა გავიაროთ ფინანსთა სამინისტროსთანაც, იმისთვის, რომ ხალხის ჩართულობა გავზარდოთ. ჩვენ, „ხალხის ძალა“ ახლა დავდივართ რეგიონებში, ჩენი ფრაქციის წარმომადგენლებს ვხვდებით, გვაქვს შეხვედრები მერიაშიც და ვღებულობთ თხოვნასა და მოთხოვნაც, რომ სოფლის პროგრამებს დაემატოს თანხა. ხშირად, მერიას უწევს თანხის დამატება, მისი სიმცირის გამო. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კონსულტაციები, რათა სამომავლოდ გავზარდოთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით. თუ სადმე არის საზოგადოების პროგრამაში ჩართულობა, ყველაზე მეტად სწორედ აქაა. შესაბამისად, ეს პროგრამა კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ უნდა გავზარდოთ კიდეც“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. კახაბერ გულედანი გამოეხმაურა დეპუტატის ინიციატივას და განაცხადა, რომ მზადაა, პროგრამის დასახვეწად, სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშაოს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.