პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს დამტკიცებული სტრატეგია ამ კუთხით ნაკლებად ხელშესახებ ზომებს ითვალისწინებს და ახალი სტრატეგია შეიძლება განახლებულ დოკუმენტში აისახოს, რომელიც უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას შექმნის.

„მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 4 ათასი უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია, მთლიანად აღმოვფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უფრო ეფექტიანი სტრატეგია, ვიდრე ის, რაც იყო ასახული 2020 წელს დამტკიცებულ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ბუნებრივია, ყველას აქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამ სპეკულაციებისთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია პოლიტიკური ინტერესებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.