პოლიტიკა

უკრაინის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წელს უთანხმოების დროს უსაფრთხოების სამსახური მიუგზავნა, რაც მისი დაშინების მცდელობა იყო

უკრაინის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წელს უთანხმოების დროს უსაფრთხოების სამსახური მიუგზავნა, რაც მისი დაშინების მცდელობა იყო.

ვალერი ზალუჟნის მტკიცებით, მათ შორის უთანხმოება 2022 წელსვე წარმოიშვა, როგორ უნდა მომხდარიყო უკრაინის თავდაცვა.

ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 2022 წელს მის ოფისში განხორციელებული ჩხრეკის დროს, როდესაც ადგილზე ბრიტანელი ოფიცრებიც იმყოფებოდნენ, მან ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს დაურეკა და გააფრთხილა, რომ მზად იყო სამხედროები გამოეძახებინა ამ პროცესის შესაჩერებლად და სამეთაურო ცენტრის დასაცავად:

„მე თქვენთან ვიბრძოლებ და უკვე გამოვიძახე კიევის ცენტრში დამხმარე ძალები მხარდაჭერისთვის“, – განუცხადა ზალუჟნიმ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

შემდეგ ზალუჟნიმ დაურეკა უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელ ხელმძღვანელს, ვასილ მალიუკს, რათა ეკითხა, რა ხდებოდა. მალიუკმა თქვა, რომ რეიდის შესახებ არაფერი იცოდა და დაჰპირდა, რომ საქმეს გამოიძიებდა. მოგვიანებით, მან შეიტყო, რომ მალიუკის სააგენტომ ორი დღით ადრე კიევის რაიონული სასამართლოდან მოითხოვა ჩხრეკის ორდერი იმ მისამართის შესამოწმებლად, სადაც ზალუჟნის ოფისი მდებარეობს. „ესოშიეთიდ პრესის“ მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტის თანახმად, სააგენტო ცდილობდა სტრიპტიზ კლუბის ჩხრეკას, რომელსაც სავარაუდოდ კრიმინალური ორგანიზაცია მართავდა. თუმცა, როგორც „ესოშიეთიდ პრესს“ კლუბის ახალ მისამართზე მომუშავე ორმა თანამშრომელმა განუცხადა, საქმეში მითითებული სტრიპტიზ კლუბი ამ ადგილას რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე იყო დაკეტილი. ყოფილმა გენერალმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით საკამათო იყო 2023 წელს ჩატარებული კონტრშეტევის შესახებ დავა, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა. ზალუჟნი ამბობს, რომ მის მიერ ნატო-ს პარტნიორების დახმარებით შემუშავებული გეგმა ჩაიშალა, რადგან ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა საჭირო რესურსები არ გამოყვეს. თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა საკმარისი ძალების „ერთ მუშტად“ კონცენტრირებას, რათა აღედგინათ კონტროლი ზაპოროჟიეს ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონზე და შემდეგ მათ სამხრეთით, აზოვის ზღვისკენ წინსვლა უნდა გაგრძელებულიყო. ეს გაწყვეტდა მიწის დერეფანს, რომელსაც რუსული არმია იყენებდა ყირიმის მომარაგებისთვის.

ზალუჟნის მტკიცებით, წარმატებისთვის საჭირო იყო დიდი, კონცენტრირებული გაძლიერება და ტაქტიკური სიურპრიზი. მისი თქმით, ამის ნაცვლად მოხდა ის, რომ ძალები გაიფანტნენ ფართო ტერიტორიაზე, რამაც შეასუსტა მათი დარტყმითი ძალა.

„ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნის პოპულარობა საზოგადოებაში ბრძოლის ველზე მიღწეულმა რამდენიმე წარმატებამ განამტკიცა.

ზელენსკიმ ის არმიის მეთაურის თანამდებობიდან 2024 წლის თებერვალში გაათავისუფლა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.