პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ: დღევანდელ ჩემს განცხადებას, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოყვა

ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანების შემოყვანაზე შეზღუდვის დაწესება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციის ბიზნესზეც უარყოფითად აისახება.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ავტოპარკის განახლება აუცილებელია, თუმცა ამ მხრივ, ის პროცესის ეტაპობრივად განხორციელებას უჭერს მხარს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით საჭირო გადაწყვეტილება ისე უნდა მივიღოთ, რომ არ დაზიანდეს საზოგადოებს ინტერესი. საამისოდ კი, არ არის გამორიცხული კონსულტაციები გაიმართოს.

„6 წელზე მეტი ასაკის ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვა უარყოფითად აისახება ბიზნესსექტორზეც, რომელიც დაკავებულია საქართველოში მეორადი ავტომანქანების შემოყვანით და რომლის რეალიზებას ადგილზე, ანუ ქვეყნის შიგნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად შემცირდება შემოსავალი და ეს ბიზნესი დაზიანდება, რაც ამ სექტორში მომუშავე პირებსაც და სამუშაო ადგილებსაც შეამცირებს. ეკოლოგიური ფაქტორი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ავტოპარკიც უნდა განახლდეს ნელ-ნელა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაჩნდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. ამიტომ, დროს და ეტაპობრიობას, აქვს ოქროს ფასი.

როგორ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – ეკოლოგიას და ავტოპარკის განახლებას ისე, რომ ჩვენს რეალობაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მძიმე ტვირთად არ დააწვეს (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია). რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის – ვფიქრობ, ეტაპობრიობა და დრო სწორად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დღეისთვის 13 წლის ზემოთ ავტომობილების შემოყვანაა შეზღუდული. დავიყვანოთ ეს შეზღუდვა 10 წლამდე. შემდეგი დიფერენცირება იყოს, ვთქვათ, 8 წელი. შესაძლოა მანქანის ასაკთან ერთად დიფერენცირებული იყოს განბაჟების გადასახადიც. ასევე, ვფიქრობ, ტექდათვალიერება უნდა გავაუმჯობესოთ არა ისე, როგორც ახლა ხდება, როცა ხშირად მეორადი ნაწილებით გადიან ავტომანქანები ამ პროცედურას.

მიმაჩნია, რომ ეს სექტორიც გასააქტიურებელია. ასევე უნდა ვიზრუნოთ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე. გამონაბოლქვი არ არის მხოლოდ მანქანის სიძველიდან გამომდინარე. შესაბამისად, საწვავის ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომ, შესაძლებელია გავმართოთ კონსულტაციები უკეთესი გამოსავლის მოსაძებნად, იქნება ეს დიფერენცირებული – 13-ის შემდეგ 10 და 8 წელი, თუ საგადასახადო წნეხი, რომ ძველი ავტომანქანები თანდათან გავიდეს და ნელ-ნელა მოხდეს ავტოპარკის განახლება. უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით 6 წლის ზევით სიძველის ავტომანქანების შემოყვანის აკრძალვა, ვფიქრობ, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შეკითხვას, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ამ წინადადებებს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამას სავარაუდოდ არგუმენტების სიძლიერე განაპირობებს. „არგუმენტები იმდენად ძლიერია, რომ ალბათ უნდა გაითვალისწინოს. მე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ, „ხალხის ძალა“ მცდელობას არ დავაკლებთ, იმიტომ, რომ არგუმენტები რეალურად დევს და საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩანს. დღევანდელ განცხადებას, საკმაოდ დიდ მხარდაჭერა მოყვა საზოგადოების მხრიდან. ამ განცხადებამ აჩვენა ერთი ის, რომ მთავრობის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები და მეორე, ჩვენ შევიგრძენით საზოგადოების პულსი – ეს ხალხისთვის არის მტკივნეული და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება არის მათთვის აუცილებელი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.