პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: ვეთანხმებით მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაგრამ პრობლემასა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის ბალანსი უნდა მოიძებნოს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციების გამართვა და იმ ბალანსის მონახვა, რომელიც საკითხსა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის არის.

მაჭარაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ მისი განცხადებით სწორედ ის იგულისხმა, რომ ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება და საკითხზე არსებობს ჯანსაღი ოპონირების რესურსიც.

„ჩვენ ვიცით და გვესმის ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაზეც ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით აპელირებს, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და ა.შ. თუმცა აქ საჭიროა ფრთხილი მიდგომა, რაც იგულისხმა კიდეც დიმიტრი ხუნდაძემ თავის განცხადებაში. 6 წელზე ნაკლები წლოვანების ავტომანქანები შემოვიდეს ქვეყანაში და დანარჩენი არა, საკითხის ასეთი დაყენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაღები არ არის და უკმაყოფილოა ამით. აუცილებელია მოიძებნოს გარკვეული ბალანსი. იმ მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვეთანხმებით, მაგრამ საკითხსა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის ბალანსი უნდა მოიძებნოს. პირობითად ვამბობ, შეიძლება იყოს აკრძალვა წლოვანების მიხედვით, შემდეგ წლების მიხედვით და ა.შ. ბევრი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ეს საკონსულტაციო თემა უნდა გახდეს, რაც არის სწორედ ჯანსაღი ოპოზიციის მიზანი. „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა და არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონია პრობლემა კონსულტაციების ვინმესთან, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსულტაციების, თუ ჯანსაღი ოპონირების რესურსი. ეს იგულისხმა კიდეც დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც თქვა, რომ საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია, უფრო მეტად ჩაღრმავება ამ საკითხზე. ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის დაყენების მიზანი გასაგები და მისაღებია, ნამდვილად გასაკეთებელია რამე იმიტომ რომ, ძალიან დიდი რაოდენობის მანქანაა და გარემო დაბინძურებული,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.