პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან

„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირე ვერ ჩაითვლება დემოგრაფიის მიზეზად, რადგან მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებულია, დემოგრაფიული პრობლემა იმაზე მაღალია, ვიდრე დღეს საქართველოში.

„ეროვნული ცნობიერების დაქვეითება მთავარია დემოგრაფიული პრობლემების გამოწვევაში. როდესაც საუბარია, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი მიდის ემიგრაციაში, ფინანსური სიდუხჭირის გამო არ იქმნება ოჯახები, შვილებას არ აჩენენ იმიტომ რომ, არ აქვთ საშუალება, ჩვენ გვესმის ხალხის, მაგრამ დემოგრაფები სხვაგვარად ვუყურებთ ამ პრობლემებს. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები არიან – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩვენზე კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. იაპონია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების კუთხით პირველ ადგილზეა, თუ არ ჩავთვლით ახლა უკრაინას, სადაც საომარი მდგომარეობაა და გასაგებია მიზეზი. იაპონია ერის დაბერების და ახალგაზრდების გადინების პრობლემის წინაშე დგას და ეს მაშინ როცა უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყანაა. დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე და ოჯახურ კულტურაზე უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენთან ახალგაზრდები გვიან შედიან ქორწინებაში ისე, როგორც დასავლეთსა და ევროპაში და ის, ვინც შედის ქორწინებაში სამწუხაროდ, არ უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს. დემოგრაფიული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი შობადობაა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს მაღალი და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. შობადობა თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობა გააგრძელებს კლებას. გაერომ პირდაპირ გვითხრა, რომ ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს ქართული ეთნოსის ხარჯზე. თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.