პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, თვითშემმოწმებლებით დამთავრებული, მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით

მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან, – ამის შესახებ  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  აღნიშნული პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საზოგადოება შეიტყობს ინფორმაციას  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით). საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.