პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას.

“ვინც არ იცის, თუ კიდევ რა ხდება საბრალო და ომით დატანჯულ უკრაინაში… უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია რესურსი „გენდერი დეტალურად“ ავრცელებს, ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოჩკა ოპორის“ და „უკრაინელი ლგბტ+ სამხედროები და ვეტერანები თანაბარი უფლებებისთვის“ მიმართვას უკრაინის ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ე.წ დამცველების თქმით, ეს პროექტი ავიწროებს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ დაცვას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ფაქტობრივი ოჯახური კავშირების აღიარებას მხოლოდ საპირისპირო სქესის პარტნიორებისთვის. რაც ნიშნავს, რომ ერთსქესიანმა წყვილებმა შეიძლება დაკარგონ მათი ურთიერთობების ნაწილობრივი სამართლებრივი აღიარების ერთადერთი არსებული მექანიზმი.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პირებთან ქორწინების ავტომატურ ბათილად ცნობას, რომლებმაც სქესის შეცვლა განიცადეს, ასეთი ცვლილების მომენტის მკაფიოდ განსაზღვრის გარეშე. ადამიანის ე.წ უფლებათა დამცველები ხაზს უსვამენ, რომ ამან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ქორწინებებიც კი, რომლებიც კანონიერად დაიდო დოკუმენტებში სქესის მარკერის ოფიციალური შეცვლის შემდეგ. ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას „ფუნდამენტების“ მოლაპარაკებების კლასტერის ფარგლებში, კერძოდ, 23-ე მუხლის „სასამართლო ხელისუფლება და ფუნდამენტური უფლებები“, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას. ევროკომისია აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას და ასევე დააყენებს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის გავლენის საკითხს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე უკრაინის ხელისუფლებასთან ოფიციალური დიალოგის დროს. #იცოდესიმართლე” – წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.