პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი – არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ – ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები

ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ – ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას, რომ „გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

მისი შეფასებით, “ლელოს” გადაწყვეტილება მისასალმებელია.

“ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული “ნაციონალური მოძრაობის” წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არაა საუბარი. თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ლელომ” გადაწყვიტა, რომ მარტო განაგრძოს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა იმისთვის, რომ საერთო მიზანი მიღწეული ყოფილიყო. იმისთვის, რომ საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. თუმცა ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ შემდეგ რა იქნება”, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.