პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი

„თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში – არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი და ასე აფასებს ნიკოლოზ სამხარაძის გუშინდელი შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როცა საქართველოზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, ქვეყანამ ჩაკეტვის ნაცვლად, რთული, მაგრამ სწორი გზა, დიალოგის წარმოება აირჩია.

„ეუთოს მხრიდან საქართველოში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის ჩვენთვის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი. აღნიშნული ინსტრუმენტი აქტიურდება წევრი სახელმწიფოების მიერ მაშინ, როდესაც ჩნდება სერიოზული შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში ჩვენთან მიმართებით ტენდენციურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ყოველთვის აქვს არჩევანი: ჩაიკეტოს, გარედან ჩარევაში დაადანაშაულოს პარტნიორები, თუ შევიდეს მკაცრ ინსტიტუციურ დიალოგში.

ნიკოლოზ სამხარაძის გუშინდელი შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მიუთითებს, რომ არჩეული იქნა მესამე გზა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს: საუბარი არ მიმდინარეობდა „თავის მართლების“ პოზიციიდან. აქ საქმე გვაქვს დიალოგის ინიციატივის შენარჩუნების მცდელობასთან იმ საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც (გვინდა თუ არ გვინდა) ფორმირდება შეფასებები და საბოლოო ფორმულირებები. გარედან ეს შეიძლება ჩვეულებრივ პროტოკოლურ შეხვედრად ჩანდეს, თუმცა რეალურად ეს არის ბრძოლა მომავალი ანგარიშის შინაარსისა და ქვეყნის პოლიტიკური რეპუტაციისთვის.

თვით ამ პროცედურის იგნორირება (რაც არ უნდა უსამართლოდ და ანგაჟირებულად აღიქმებოდეს) გააძლიერებდა ჩვენზე ისედაც მომაბეზრებელ ზეწოლას, ხოლო კონფრონტაცია გააფართოებდა კრიტიკოსთა კოალიციას, დუმილი კი. ოპონენტებს მისცემდა მონოპოლიას კიდევ ერთ თავზე მოხვეულ დღის წესრიგზე. ამავე დროს, ეუთოს გენერალური მდივანი არ არის ამ მექანიზმის ინიციატორი – ფორმალურად, მას წევრი სახელმწიფოები ააქტიურებენ. შესაბამისად, ეს შეხვედრა ჩვენი მხრიდან არა “კონტრშეტევაა”, არამედ ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ – პოზიციური თამაში. თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში – არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით. შეიძლება ეს არ არის ეფექტური „ცხენის სვლა“, მაგრამ ცივი გათვლა რისკების მინიმიზაციისთვის, ნამდვილად არის. საქართველოს ირგვლივ მრავალწლიანი რთული “საჭადრაკო პარტიის” პირობებში, ასეთი ხაზი პრაგმატულად გამოიყურება. ქვეყანა არ მიდის თვითიზოლაციის მიმართულებით, ამავდროულად არც დიპლომატიურ არხებს უარყოფს საბოლოოდ. იგი ცდილობს ერთდროულად შეინარჩუნოს სუვერენული რიტორიკა და ინსტიტუციური ჩართულობა საკუთარი სახელმწიფოებრივი პოზიციების დასაცავად. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება ანგარიშის შინაარსსა და პარტნიორების შემდგომ რეაქციაზე, თუმცა, უკვე ახლა ნათელია: არჩეულია მართვადი კონფრონტაციის კურსი და არა, ვითარების ემოციური ესკალაცია. ჭადრაკში ამას პოზიციის შენარჩუნების თამაში ეწოდება – ზედმეტი ხმაურის გარეშე, მაგრამ შემდეგი სვლის გააზრებული გათვლით,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.