პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა.

დიმიტრი ხუნდაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც ღიად ფიქსირდება ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები.

„როგორც ჩანს, ესტონეთის ელჩმა სომხეთში წასვლის წინ საქართველოში ილიაუნიში შეიარა. მან კარგად იცის, რომ დღეს ილიაუნის სტუდენტები აპირებენ აქციის ჩატარებას და ეტყობა გამამხნევებელი სიტყვა შეაშველა, რომ კარგად იხმაურონ და განეწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ. სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.