პოლიტიკა

თაზო დათუნაშვილი – „ლელო“ პოზიციონირებას დამოუკიდებლად აპირებს, არ ვაპირებთ, თავი შევიზღუდოთ, ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი, რვა პარტია

საზოგადოების წინაშე თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, გვეთქვა, „ლელო – ძლიერი საქართველო“ პოლიტიკურ პოზიციონირებას დამოუკიდებლად აპირებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ძირიათადი მიზეზია, რომ ეს არის პროცესი პროცესისათვის და მემორანდუმი მხოლოდ მემორანდუმისათვის.

„ერთი საკითხია, რეალური საფუძვლის გარეშე, შევიდეთ პროცესში, რომელიც იწვევს წარმოუდგენელ მოლოდინებს საზოგადოებაში და ამ მოლოდინებს ვერ ამართლებს. მეორეა, კრიზისი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს, საზოგადოების მხრიდან ასეთი პოლიტიკური პროცესების მისამართით, როდესაც შედეგი არ არის. პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის კრიზისს რაც შეეხება, ეს არ არის პირად წყენებზე დაფუძნებული, არამედ ეს არის ნდობის პრობლემა. ყველა მოთამაშე, ყველა ხელმომწერი შემდეგ პირნათლად შეასრულებს იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ვაწერდით, წინა პერიოდში ამის ძალიან მძიმე პრაქტიკა გვაქვს. ჩვენ არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რადგან ვთვლით, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი თუ რვა პარტია. არსებობს ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გეგმა და ამას დამატებითი ხელმოწერები არ სჭირდება. არსებობს „ქართული ქარტია“, რომელიც არის ბოლო დროის ყველაზე მსუყე დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ყველა კომპონენტს. ჩვენ ამ დოკუმეტის ხელმომწერები ვართ და არსად არ წაგვიღია. ამას გარდა, მათი მხრიდან იყო ახალი რაღაცა ქცევის კოდექსზე საუბარი და ჩვენ ქცევის კოდექსს, რომლის მთავარი შინაარსი არის, რომ არ დავესხათ თავს ჩვენს კოლეგებს და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ივანიშვილზე და ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ რეჟიმზე. ამ ამბავს ცალმხრივად ვასრულებთ უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.