პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი

სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რესურსები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, უნდა კონკრეტულად და რეალურად მოხმარდეს იმ პირებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.

„უნდა მოხდეს ბაზების განახლება და ის პირები, რომელთაც უკვე დაძლეული აქვთ სიღარიბის ზღვარი და აღარ არიან ამ სეგმენტში მოქცეულები, ამ ბაზებიდან იქნეს გაყვანილი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პანდემიის დაწყებამ სოციალურად დაუცველთა ბაზები გარკვეულწილად გაზარდა, პანდემიის შემდეგ უკვე ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში იმდენად დიდია და შრომის ბაზარზეც იმდენად დიდია მოთხოვნა ადგილობრივ მუშახელზე, რომ ამის აუცილებლობა თვალსაჩინოა. რეციდივებიც, როდესაც ადამიანები აშკარად უკვე აღარ არიან სოციალურად დაუცველები და მათი ეკონომიკური თუ სხვა შემოსავლები აშკარად უკვე დიდია, ამის სურათიც თვალნათელია, ხალხიც ხედავს ადგილებზე, აქედან გამომდინარე, დღეს ეს მიდგომა აუცილებელი და რელევანტურია. ამ მიმართულებით მოძრაობა ყოველთვის იქნება სამართლიანობაზე დამყარებული, რათა არ იყოს ისეთი რამ, რომელიც შეიძლება, ისეთ ადამიანს შეეხოს, ვისაც სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოსაგან ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: „ბაზაში დღემდე არიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.