პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში “სუვერენული ერების ალიანსის” სამიტს დაესწრება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში “სუვერენული ერების ალიანსის” პირველ სამიტს დაესწრებიან.

სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.

ორდღიანი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, სამიტის სტუმრები იმსჯელებენ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, საუბარი შეეხება მომავალზე ორიენტირებულ გზას გლობალისტური ზემოქმედების დასაძლევად. სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ თავისუფალმა ერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.

სამიტის ორგანიზატორია ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point Action. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მათი მოძრაობა დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, ანგარიშვალდებულებაზე და ერების ფუნდამენტურ უფლებაზე, თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა.

“იმ დროს, როდესაც არარჩეული არალეგიტიმური გლობალური ინსტიტუტები და ტრანსნაციონალური იდეოლოგიები სულ უფრო მეტად ცდილობენ დემოკრატიული თვითმმართველობის ეროზიას, ჩვენი ერთიანი ხმები არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს სამიტი აერთიანებს მათ, ვინც ერთგულია ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის, უსაფრთხო და სუვერენული საზღვრების შენარჩუნებისა და იდეების თავისუფალი გაცვლის დაცვისა, ცენზურის, იძულების ან სულ უფრო ცენტრალიზებული და კოლექტივისტური გლობალური წესრიგის მხრიდან შურისძიების შიშის გარეშე”, – აღნიშნავს Turning Point Action-ი სამიტის შესახებ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.