პოლიტიკა

„როიტერი“ – ირანი მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისას დათმობებზე წავიდეს

ირანი მზადაა, დათმობებზე წავიდეს აშშ-თან მოლაპარაკებებისას, – ამის შესახებ ირანელმა დიპლომატებმა ანონიმურად განაცხადეს „როიტერთან“.

წყაროების თქმით, ირანის მოთხოვნაა, რომ ამერიკამ ეკონომიკური სანქციები მოხსნას და ურანის გამდიდრების უფლება მისცეს, რის სანაცვლოდაც ირანი ბირთვულ პროგრამას დათმობს.

გარდა ამისა, ქვეყანა ამერიკულ კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში კონტრაქტორების სახით.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის მოთხოვნებს შორის არის, ირანმა შეზღუდოს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა და შეწყვტოს რეგიონული მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა.

თავის მხრივ, ირანმა კატეგორიული უარი თქვა თავისი სარაკეტო პროგრამის განხილვაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.