განცხადება · 100 ნახვა
„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი “შიშს” უკავშირებს, – წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.
ტრასი აღნიშნულ პოსტთან ერთად აქვეყნებს საკუთარი შოუდან ვიდეოს, რომელშიც, ჟურნალისტ პატრიკ კრისტისთან ერთად მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბრიტანეთში ქალების გაუპატიურების გახშირებული შემთხვევების შესახებ საუბრობს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ხალხმა უნდა გაიგოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს, როგორ შეიძლება ადამიანებმა ასე დაკარგონ მორალური კომპასი, რომ დაუშვან ახალგაზრდა გოგონების წამება და გაუპატიურება მათ საზოგადოებაში,” – აცხადებს ლიზ ტრასი. “ისინი ამას უარყოფენ და მსხვერპლების სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებენ. დავფიქრდეთ ამ მსხევრპლებსა და გადარჩენილებზე. მათ მიმართ ძალადობის დიდი ნაწილი წლების წინ მოხდა, როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ. ასე რომ, ისინი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ფუნდამენტურად იმედგაცრუებულნი იყვნენ მზრუნველობის სისტემისა თუ პოლიციის მიერ,” – განაცხადა კრისტისმა. ლიზ ტრასმა ყურადღება გაამახვილა “გამოძიების ერთ-ერთ შოკისმომგვრელ ფაქტზე”, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ “ეს გოგონები, ეს მოზარდები, შემოვიდნენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, ორსულობით, სხეულის დაზიანებებით და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთეს”. აღნიშნული ქმედება პატრიკ კრისტისმა სწორედ შიშს დაუკავშირა. “დიახ, ისევ შიში, არა?” – თქვა მან.
ლიზ ტრასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლიზ ტრასი„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“
- ლიზ ტრასი„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“
- ლიზ ტრასი„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“
- ლიზ ტრასი„ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა – ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით“
