ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ11:21
სოზარ სუბარი

განცხადება · 154 ნახვა

„არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს“

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.

„რეზოლუციის პროექტში წერია, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. თუნდაც გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ შეტანილი რეზოლუცია უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველომ, მაშინ როცა მხარი არ დაუჭირეს აშშ-მ, უნგრეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ასევე ჩვენმა მეზობლებმა – სომხეთმა და აზერბაიჯანმა და არაერთმა სხვა ქვეყანამ. ევროპარლამენტში დღევანდელი მოსმენებისა და რეზოლუციის ავტორი იყო რასა იუკნევიჩიენე, ადამიანი, რომელმაც იმდენად გამოიჩინა თავი ანტიქართული განცხადებებითა და ქმედებებით, რომ მგონი თავის სამშობლოშიც არ იცნობენ ისე კარგად, როგორც საქართველოში. ამ რეზოლუციაშიც მას ჩაწერილი აქვს აბსოლუტური ტყუილები, თუნდაც ის, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს. რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს. ესეც არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამიტომაც აქვს ასეთ რეზოლუციებსა და ანტიქართულ გამოხტომებს ჩალის ფასი.

სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო ხდება, რომ ევროპის ქვეყნებში იმატებს იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც ევროსკეპტიკურად არიან განწყობილი და რომლებისთვისაც საკუთარი სამშობლოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ევრონიუროკრატთა ახირებები. ამ ფონზე, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს წლებში მკვეთრად შეიცვლება ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“