პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი

„არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე – ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სწორი და ხანდახან ხისტი დამოკიდებულება. პირდაპირ და ღიად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება,“ – განაცხადა დეპუტატმა. ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ევროპას საქართველოსთვის ვიზის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მისი კონტექსტი მხოლოდ პოლიტიკური იქნება. „ჯერ ერთი, მათ არ აქვთ ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი, რადგან ეს არის კონკრეტული ნორმა, რომელსაც საქართველო არც ერთ კომპონენტში არ არღვევს. თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი და იმის გაგრძელება, რომ ქართულ საზოგადოებას არა მათი სურვილის, არამედ ამ სურვილის საწინააღმდეგოდ სჯიან. ისინი აცხადებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და თუ ეს ასეა, მაშინ დასჯით რას მიიღებენ? ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და სპეკულაცია, რაც არაერთხელ გვინახავს მათი მხრიდან“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.