პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძე და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.

„ბატონო ლევან, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ პირებზე საუბრობთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ გთხოვთ, დაიცვათ ტელეკომპანიების უფლებებიც,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სახალხო დამცველის დუმილი მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, საზოგადოებისთვის კითხვებს აჩენს.

„მაინტერესებს, სად არის სახალხო დამცველი ამ დროს? მისგან აბსოლუტური დუმილია. კარგია, როცა ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებული პირების მონახულება არ ავიწყდება — შემთხვევით მათი უფლებები ხომ არ ირღვევაო — და ერთ-ერთის, მანჯგალაძის დასაცავად მზადყოფნაც კი გამოთქვა, მზად ვარ სასამართლოში ჩვენება მივცე, რომ მან არაფერი იცოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის შესახებ და იქ შემთხვევით აღმოჩნდაო, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას. გამობრძანდეს და აუხსნას მოსახლეობას, რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საქციელი!“ — განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.