პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას – ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა ჰუმანიტარული კატასტროფისთვის, ისრაელის ხალხს მიმართა ასევე სამძიმრით, და მიმართა სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან – როგორ შეიძლება ამაში დაინახო ნეგატივი?

„კითხვა უნდა იცოდე ქართულად, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყო ანგაჟირებული,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ირანში განვითარებული მოვლენებისადმი საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლების მხრიდან ირანის მმართველობისადმი თანაგრძნობის გამოხატულებად წარმოაჩინა.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის განცხადება რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა – ერთი ის, რომ საქართველო რჩებოდა ქვეყნად, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მეორე, წერილში გამოთქმული იყო სამძიმარი ირანში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო.

„კითხვა უნდა იცოდე ქართულად, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყო ანგაჟირებული, გაბოროტებულლი უსამშობლო არსება. ხომ შეიძლება მეც რაღაც მომწონდეს ოპოზიციურ სპექტრში, მაგალითად, განცხადება, ან ქმედება და რატომ უნდა მრცხვენოდეს ამის აღიარება? მაგრამ, როდესაც შენი ხელისუფლება საკუთარ ხალხს და ქვეყანას უნარჩუნებს პლატფორმას მომდევნო მოლაპარაკებებისთვის, შესაძლო სამშვიდობო შეხვედრებისთვის, დაპირისპირებული მხარეების მიღებისთვის, როგორ შეიძლება ამაში დაინახო ნეგატივი? როდესაც არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას – ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა იმ ჰუმანიტარული კატასტროფისა და მსხვერპლის, მათ შორის დაღუპული ბავშვების და მათი ლიდერის გარდაცვალების გამო, როდესაც ისრაელის ხალხს მიმართა ასევე სამძიმრით, იმიტომ, რომ იქაც არიან დაღუპულები სამშვიდობო მოსახლეობაში და ასევე მიმართა სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომელებიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებთანაც წლებია ვთანამშროლობთ, როგორ შეიძლება დაინახო ნეგატივი? ამავდროულად, არ შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა მაგალითად ის, რომ იგივე ბრიტანეთი და ესპანეთი ირანულ კამპანიაში აშშ-თან არ თანამშრომლობენ. აგერ არიან ამერიკის ყველაზე დიდი მეგობრები, რომლებმაც ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს და ისმის მათ მიმართ ოპოზიციური შეშფოთებული აღშფოთება?“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.