პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროსაბჭოს თხოვნას საქართველოს მიმართ, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ქადაგიძემ განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბრალს სდებდნენ ავტოკრატიისკენ სვლაში. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან „მასწავლებლის“ პოზიციიდან ურთიერთობა:

„ევროკავშირი ყველა პარტნიორს უნდა ესაუბროს თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“ – განაცხადა დეპუტატმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელმა უნდა დაიბრუნოს რეალობის აღქმა. „ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება: თუ არ უნდათ იმ ბნელ ოთახსა და აბსურდში დარჩენა, რომელშიც აღმოჩდნენ, ყველა პარტნიორს უნდა ესაუბრონ თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“. ასე რომ, ბრიუსელი მიწაზე უნდა დაეშვას და დაიბრუნოს რეალობის აღქმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ გაუჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.