პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად – ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია

„მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.

მისი თქმით, ძალაუფლების ოჯახური ხაზით გადაცემა სახელმწიფოში, რომელიც მონარქიის უარყოფაზე აშენდა, ისლამური რესპუბლიკის ლოგიკის საწინააღმდეგოა და მის საფუძველში გაჩენილ ბზარს ნიშნავს.

„ჯერჯერობით ყველაფერი, რაც ვივარაუდე ბოლო ორი დღის ტელეეთერებში – მართლდება. ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად – ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია. მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით. ძალაუფლების ოჯახური ხაზით გადაცემა სახელმწიფოში, რომელიც მონარქიის უარყოფაზე აშენდა, თავად ისლამური რესპუბლიკის ლოგიკას ურტყამს. ეს თეოკრატიის გაძლიერება კი არა, მის საფუძველში გაჩენილი ბზარია და რაც უფრო ხმამაღლა ისმის დინასტიური მემკვიდრეობის რიტორიკა, მით უფრო აშკარა ხდება ნამდვილი ლეგიტიმაციის დეფიციტი. ამიტომ გამართლდება ის, რაც მოგახსენეთ. სულიერი ავტორიტეტის ვაკუუმს გარდაუვლად შეავსებს ძალოვანი ვერტიკალი. ის კონკურენცია, რაც წლების განმავლობაში კულუარებში არსებობდა, სასულიერო ელიტასა და ძალოვან ბლოკს შორის, ახლა ზედაპირზე გამოდის. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაძლიერება უკვე ჰიპოთეზა აღარ არის, ეს პოლიტიკური ფაქტია.

ახალი ლიდერი, რომელსაც წინამორბედის მასშტაბი და წონა არ გააჩნია, ობიექტურად ეყრდნობა არა ქარიზმას, არამედ ძალოვან რესურსს. ხოლო ძალა ყოველთვის ითხოვს გავლენას, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას და ძალაუფლების გადანაწილებას. პარადოქსი ის არის, რომ ამგვარი კონფიგურაცია შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის გარკვეულწილად უფრო მოსახერხებელიც კი ხდება, რაზეც ასევე მოგახსენეთ. თეოკრატიასთან დავა დოქტრინების ენაზე მიდის და ეს ჩიხია. ძალოვან კორპორაციასთან საუბარი ინტერესების ენაზე ხდება: გუშაგთა კორპუსი ფიქრობს არა მეტაფიზიკით, არამედ რისკების ბალანსით, რესურსებითა და რეჟიმის გადარჩენით. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია სიმკაცრე, მაგრამ ასევე შეუძლია გააზრებული გათვლა. სწორედ ამიტომ ძალოვანებზე დაყრდნობილი ახალი ირანული ხელისუფლება უფრო გასაგები და გარკვეული თვალსაზრისით, უფრო პროგნოზირებადი პარტნიორი ხდება მოლაპარაკებების პროცესში. აქედან გამომდინარეობს შემდეგი ეტაპის გარდაუვალობა. ძალის დემონსტრაციის, შიდა კონსოლიდაციისა და მკაცრი საჯარო რიტორიკის შემდეგ, სისტემა აუცილებლად მივა გარიგებამდე. არა კაპიტულაციამდე, არამედ მოლაპარაკებამდე. რადგან სწორედ ძალოვანებმა იციან ყველაზე უკეთ, რა ფასი აქვს გაწელილ ომს და ეკონომიკურ ჩახშობას. თეოკრატიული ბირთვის დასუსტება ქაოსს არ ნიშნავს, ეს კონფლიქტის გადატანაა რელიგიურ-იდეოლოგიური სიბრტყიდან გეოპოლიტიკურ სიბრტყეში. ხოლო გეოპოლიტიკა, დოქტრინისგან განსხვავებით, თითქმის ყოველთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.