პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად

როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს “ისტორიის სწორ მხარეს”,  –  განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესის – პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკის დამცველი ერთადერთი ძალაა “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არის არა სისუსტე, არამედ, პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მმართველი გუნდი გააგრძელებს ამ პასუხისმგებლობის ტარებას შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად. 

„ამ ცხელმა თავებმა, უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა, ეს არის გონივრული, პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 

მშვიდობა არ არის სისუსტე – მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს, თითოეული ქართული ოჯახის მთავარი საფქრალია, ოღონდ აქ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა – ყველას მივმართავ, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა მახაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.