პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის” დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები  ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის” დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

 მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის  მიდგომებს.

საუბრის თემას წარმადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი  ადმინისტრაციის ხედვაზე.

საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.