პოლიტიკა

შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ თითქოს საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, ამბობს, რომ „იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“

შაქარიშვილი ამბობს, რომ სცენარიც და მიზანიც აბსოლუტურად იგივეა, რაც საბოლოოდ ქვეყნის დესტაბილიზაციას გულისხმობს.

„პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის გუშინ გაჟღერებული აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება. ქვეყნის გარეთ დაგეგმილი სცენარის ნაწილი იყო ხიდაშელის ცრუ მოწმედ გამოჩენა ჰელსინკის კომისიაზეც, სადაც მან საქართველოს დააბრალა ირანისთვის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში. საგულისხმოა, რომ ეს ბრალდებები ისმის თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უცხოური აგენტურის არსებობის პირობებში გამორიცხულია ჩვენს ქვეყანას დამშვიდების და ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს!

იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! პარალელურად იბეჭდება შეკვეთილი სტატიები საერთაშორისო მედიაში, რომელთაც ხელოვნურად უწევენ აქტუალიზაციას კაპიტანი გიგაური და აგენტურული ქსელის მედია-განყოფილებები. სცენარი აბსოლუტურად იგივე, რაც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ამოქმედდა, მიზანიც იგივე – საქართველოს დესტაბილიზაცია!“- წერს შაქარიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.