პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე: საქართველოში “ტერორისტული სტრუქტურების” არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეპუტაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

ქართველიშვილის თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა დაუყონებლივ უნდა გადაამოწმონ გაჟღერებული ბრალდებები: არსებობს თუ არა აღნიშნული სასწავლო დაწესებულება და არსებობს თუ არა ექსტრემისტული ან სხვა კანონდარღვევის ნიშნები და თუ ფაქტები დადასტურდება, უნდა განხორციელდეს სამართლებრივი რეაგირება, ხოლო თუ ბრალდებები არ დადასტურდება, მაშინ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

„რაც არ უნდა სუბიექტური ვიყო თინა ხიდაშელის, თუ რადიკალური ტელეარხების მიმართ, მოდით შექმნილი სიტუაცია მაქსიმალურად უემოციოდ განვიხილოთ, რეგიონში მიმდინარე უკიდურესი დაძაბულობის ფონზე და მისი გათვალისწინებით. ადვილად იკითხება პარალელი 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ საინფორმაციო განცხადებებს შორის, რაც პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების ლოგიკასა და საგარეოპოლიტიკურ რისკებში მდგომარეობს. იმ პერიოდში პანკისში რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების, თუ ტერორისტების მომზადების ბაზების არსებობა მართლაც იქცა სერიოზული დაძაბულობის ფაქტორად. რუსული მხარე რეგულარულად აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ მებრძოლთა ბაზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოებას და სწორედ ეს არგუმენტები გამოიყენებოდა თბილისის მიმართ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლისა და ზოგჯერ ტრანსსასაზღვრო ძალოვანი ოპერაციების მუქარისთვისაც. სახელმწიფოებრივი ლოგიკის თვალსაზრისით ნებისმიერი საჯარო განცხადება ქვეყნის შიგნით ტერორისტული ინფრასტრუქტურის არსებობის შესახებ ავტომატურად იძენს საერთაშორისო განზომილებას. პანკისის შემთხვევაში ასეთი განცხადებები დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა „უსაფრთხოების ნაცრისფერი ზონის“ იმიჯს, რაც გარე მოთამაშეებს აძლევდა შესაძლებლობას აპელირება გაეკეთებინათ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე.

მაშინაც კი, როდესაც შეფასებები ნაწილობრივ გადაჭარბებული ან პოლიტიზებული იყო, თავად „ტერორისტული ბაზების“ თემის მუდმივი არსებობა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსთვის სერიოზულ დიპლომატიურ და სამხედრო რისკებს ქმნიდა. ამიტომაც დღევანდელი განცხადებები, თითქოს ქვეყნის შიგნით არსებობს „ტერორისტული სტრუქტურები“, ბუნებრივად იწვევს ისტორიულ ასოციაციებს იმ პერიოდთან. ასეთი მასშტაბის საინფორმაციო ბრალდება შეიძლება იმავე ზეწოლის მოდელის გამეორებას ნიშნავდეს, როდესაც გარე ძალები იღებენ დამატებით არგუმენტს სიტუაციაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, საერთაშორისო ჩარევის მოთხოვნით ან საკუთარი ძალოვანი ნაბიჯების გამართლებისთვის ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. არაა შემთხვევითი, არც თინათინ ხიდაშელის მინიშნება მარნეულის რაიონზე და არც რადიკალური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმების სამიზნე შესაძლოა ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გახდეს. პანკისის კრიზისის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის თემები საერთაშორისო პოლიტიკაში უკიდურესად მგრძნობიარეა. ისინი მყისიერად სცილდება შიდა პოლიტიკურ დისკუსიას და გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ფაქტორად. სწორედ ამიტომ ასეთი განცხადებები საჯარო სივრცეში საჭიროებს მაქსიმალურად მკაცრ ფაქტობრივ გადამოწმებასა და სიფრთხილეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საინფორმაციო კონფლიქტი სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემაში. ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად კანონისა და ეროვნული უსაფრთხოების პროცედურების ფარგლებში.

პირველ რიგში შესაბამისმა ორგანოებმა ოპერატიულად უნდა გადაამოწმონ გაჟღერებული ბრალდებები: არსებობს თუ არა აღნიშნული სასწავლო დაწესებულება და არსებობს თუ არა ექსტრემისტული ან სხვა კანონდარღვევის ნიშნები. თუ ფაქტები დადასტურდება, უნდა განხორციელდეს სამართლებრივი რეაგირება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში. თუ ბრალდებები არ დადასტურდება, მაშინ დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეიძლება იწვევდეს საზოგადოებრივ პანიკას და ზიანს აყენებდეს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეპუტაციას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამართლებრივი შეფასება, როგორც განცხადების ავტორის ქმედებების მიმართ, ასევე იმ ტელეარხის მიმართ, რომელმაც მსგავსი ბრალდებები ეთერში გაუშვა სათანადო ფაქტობრივი გადამოწმების გარეშე. ველოდებით სამართლებრივ რეაგირებას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.