პოლიტიკა

ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?!- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.

წილოსანს ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ.

„თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს… ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა ? ეჭვიც არ გვეპარება რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?!“- წერს წილოსანი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.