პოლიტიკა

გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა

x

საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სენატორი, რომელიც წარსულში საქართველოს მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩეოდა, საკუთარი პოზიციის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ჩამოყალიბებულ უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს უკავშირებს.

„ საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს. ჯერ კიდევ 2025-ის სექტემბერში, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ეწინააღმდეგებოდა ე.წ. “მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც “ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა. აგვისტოს მიწურულს, მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ ხსენებული სამარცხვინო აქტი “თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოეღოთ. აქტივობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. მანამდე, მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა. წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილისა და სენატორ მალინის შეხვედრისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.