პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“.

ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები:

„ალიანსზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ, სიტყვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართული ტელევიზიების, „იმედისა“ და „პოსTV”-ის დასანქცირების ფონზე, დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის შეხვედრაზე, განიხილეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებიც და ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

სეფაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაქცევს ამერიკის ეკონომიკური ინტერესის სფეროში.

ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები:

„ალიანსზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ, სიტყვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართული ტელევიზიების, „იმედისა“ და „პოსTV”-ის დასანქცირების ფონზე, დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის შეხვედრაზე, განიხილეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებიც და ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი. სეფაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაქცევს ამერიკის ეკონომიკური ინტერესის სფეროში.

„ჩვენი დელეგაცია თითქმის ერთი კვირაა, რაც აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება. ამ ხნის მანძილზე, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ „სუვერენული ერების ალიანსში“, რომელიც გამოირჩეოდა პომპეზურობით – მას ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სენატორები და კონგრესმენები. ასევე, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი. მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ალიანსის ფარგლებსა და სხვა შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც გვაქცევს აშშ-ს ეკონომიკური ინტერესის ობიექტად. სწორედ ამგვარი ინტერესთა თანხვედრა არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ურთიერთობების დინამიკა საქართველო-ამერიკას შორის პოზიტიური გახდეს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.