პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ

რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს. „ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვადასხვა ბრალდებების გავრცელებას, რათა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს.

„ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ამისთვის მზად არიან ქვეყანა ომისთვისაც კი გასწირონ. გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ღიად აჟღერებდა, რომ ომი სურდა. დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა „სამიზნეებს“ — თითქოს საქართველოში ტერორისტული სკოლები ფუნქციონირებს, თითქოს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება თუ დაიბომბება და თითქოს ქვეყანაში ირანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც რუსეთუმეობის თემამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.