პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, რომლებიც წელიწადზე მეტია, მონაწილეობას იღებდნენ პროტესტში, ამ ხალხთან ბევრი საერთო გვაქვს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, რომლებიც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ პროტესტში, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანა სიკეთის ძალით უნდა დამარცხდეს.

„ამ ხალხთან ბევრი საერთო გვაქვს, ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, გვინდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლობა და აღდგეს სამართლიანობა. გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და იმ ბოროტების მანქანას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ. დავუპირისპირდეთ არა ბოროტებით, არამედ სიკეთით, რადგან ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ამარცხებს და ეს არის ჩვენი შინაგანი განწყობა. დღეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია ამ ტიპის შეხვედრის, მოვისმენთ მოსაზრებებს, მოვისმენთ მათ პოზიციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ამ შეხვედრაზე არიან; იმ ადამიანებთან, ვინც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ იმ პროტესტში, რომლის საბოლოო მიზანიც არის ერთიანი ძლიერი ევროკავშირის წევრი საქართველო“, – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.