პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”

x

საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.

“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ. საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან; საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით; შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას – გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის? პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი. P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”.” – წერს ხუბუა X -ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.