პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა – სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია

მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა – რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, მედიასაშუალებების ნაწილმა აღნიშნული განმარტება სხვაგვარად წარმოაჩინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თარგამაძეს ეძებს და ვერ პოულობს.

ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ინტერპრეტაციები უწყების დისკრედიტაციას ემსახურება. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება პროპაგანდის დროს, როდესაც ფაქტობრივი ინფორმაცია იცვლება ან კონტექსტიდან არის ამოღებული.

„მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა – რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა. რა ქნა ამ დროს აგენტურის “მედიამ” და დაქირავებულმა სპიკერატმა? მოიგონეს, რომ თითქოს სუს-ი ეძებს თარგამაძეს, ვერ პოულობს მას და “დახმარებას ითხოვს”. შემდეგ ეს მოგონილი ტყუილი კარგად გააჯერეს მედიაში, თავიც გაიბრაზეს და საბოლოოდ ავანსცენაზე კრიმინალი თარგამაძეც გამოჩნდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხალხისთვის სულის ამომხდელმა გივიამ – “ვაჟკაცობის” მისთვის სასაცილო როლი მოირგო, პოლონეთში ვარ და გაქცევას არ ვაპირებო. არადა საქმე ძალიან მარტივადაა – სუსმა მედიის კითხვას უპასუხა, დაკითხვაზეა დაბარებული მაგრამ ჯერ ინფორმაციის მიწოდება ვერ მოხერხდაო. აგენტურამ მესიჯი დაალაგა – სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია. ასე ცდილობენ ყველაფრის მოტყუებას, ასე ამახინჯებენ ყველა ფაქტს და მოვლენას. მათთვის ქალაქი ისპაჰანი ისპანახია, ხოლო აიათოლა – აი თოლია. როდესაც ეუბნები ერთს, აშუქებენ მეორეს. იგონებენ ამბებს , შემდეგ თავს იბრაზებენ და ალაგებენ ცრუ პროპაგანდას. მადლობა ღმერთს, რომ მათი ტყუილების გავრცელების დიაპაზონი ძალიან მცირეა და მათ ნიუსრუმებს მოკლე მანძილით სცდება.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.