პოლიტიკა

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი კავშირი ოჯახად

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად, – ამის შესახებ ორგანიზაცია Insight LGBTQ-ზე დაყრდნობით „რბკ- უკრაინა“ წერს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო მოძრაობის „ყველა ერთად“ საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ორი მამაკაცის ერთ ოჯახად ცხოვრება.

საქმე ეხება ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ზორიან კისისა და საზოგადოებრივი აქტივისტის, ტიმურ ლევჩუკის ურთიერთობას. როგორც მედია წერს, ისინი ერთად ცხოვრობენ 2015 წლიდან. 2021 წელს წყვილი აშშ-ში ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა უკრაინის კანონმდებლობა ასეთ კავშირებს არ აღიარებს.

2024 წელს ზორიან კისი დაინიშნა ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უარი თქვა მისი პარტნიორის ოჯახის წევრის სტატუსით ისრაელში გადასვლის უფლების გაცემაზე.

კისმა სასამართლოს მიმართა. 2025 წლის ივნისში კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ პირველად აღიარა, რომ წყვილი ფაქტობრივ ქორწინებით ურთიერთობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მოძრაობამ „ყველა ერთად“ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა, თუმცა ის მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს არ დაკმაყოფილდა.

მედია განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინაში ერთნაირსქესიანწყვილთა ქორწინებას არ აკანონებს, თუმცა ადგენს ერთ ოჯახად თანაცხოვრების ფაქტს, ანუ ფაქტობრივ ქორწინებით ურთიერთობას.

Insight LGBTQ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „უდიდეს პრეცედენტს“ უწოდებენ:

„ვერცერთი ჰომოფობიური ან კონსერვატიული ორგანიზაცია ვეღარ გამოიყენებს სასამართლოებს ინსტრუმენტად ლგბტქ+ ადამიანების წინააღმდეგ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად ან მათი დევნისთვის „საზოგადოებრივი მორალის“ მოტივით. სახელმწიფომ დაიცვა პირადი ცხოვრების საზღვრები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.