პოლიტიკა • ხელოვნება და კულტურა

არნოლდ შვარცენეგერმა „კონანის“ დაბრუნება და ორი საკულტო როლი დააანონსა

78 წლის მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ბარბაროსის როლს ფილმში „მეფე კონანი“ (King Conan) დაუბრუნდება. ამის შესახებ არნოლდ შვარცენეგერმა ოჰაიოში გამართულ Arnold Sports Festival-ზე განაცხადა. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ მაკუორი იქნება, რომელიც ცნობილია სერიით „მისია შეუძლებელია“.

ახალი ფილმის სიუჟეტით, კონანი სამეფოს 40 წლის განმავლობაში მართავდა, რის შემდეგაც მისი ტახტიდან ჩამოშორებას ნელ-ნელა იწყებენ. შვარცენეგერი მაყურებელს ჰპირდება:დაუჯერებელ სიგიჟეს; სასტიკ ძალადობას; მაგიასა და გამოგონილ არსებებს.

მსახიობმა ასევე დასძინა, რომ თანამედროვე სპეცეფექტები საშუალებას მისცემს მათ, ეს ყველაფერი ეკრანზე მართლაც გრანდიოზულად ასახონ.

მხოლოდ „კონანით“ ყველაფერი არ სრულდება. შვარცენეგერი კიდევ ორ პროექტში მოიაზრება:

„მტაცებელი“ (Predator): რეჟისორი დენ ტრახტენბერგი, რომელმაც წარმატებით განაახლა „მტაცებლის“ ფრენჩაიზი, მსახიობთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს მომდევნო ნაწილში მის გამოჩენასთან დაკავშირებით.

„კომანდო 2“ (Commando 2): სტუდია 20th Century Studios-მა შვარცენეგერს უკვე გაუგზავნა სცენარი, სადაც ის შესაძლოა, პოლკოვნიკ ჯონ მეტრიქსის როლს დაუბრუნდეს — პირველი ნაწილის გამოსვლიდან 40 წლის შემდეგ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.