პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები

„ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც – რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ირანის წინააღმდეგ კამპანია, მით უფრო გაიზრდება საფრთხე, რომ ის გადაიქცეს კიდევ ერთ ძვირადღირებულ და გაურკვეველი დასასრულის მქონე კონფლიქტად.

„ირანის კრიზისის ფონზე ნამდვილად არ გვეჩვენება ორი რამ: პრეზიდენტ ტრამპზე ებრაელური ლობის ზეგავლენა, რამაც ის ძალზე მოწყვლად ფიგურად აქცია და მეორე, ჯეი დი ვენსის და მარკო რუბიოს სრულიად განსხვავებული პოზიციები ამ ყველაფრის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტის მხარეს დგას ფრთხილი ეროვნული რეალიზმის ბანაკი, ხოლო გლობალური ძალის პროექციის მხარდამჭერთა პოზიციებს განასახიერებს სახელმწიფო მდივანი. ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც – რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში. ვენსის ლოგიკა უკიდურესად პრაგმატულია: ამერიკა აღარ უნდა იქნას ჩათრეული ახლო აღმოსავლეთის ომებში, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში შთანთქეს ქვეყნის რესურსები, ხოლო აშშ-ს ძირითადი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი მთავარ სტრატეგიულ კონკურენტზე – ჩინეთზე. ვენსის “ხაზისთვის” ირანი საერთოდ არ არის გადამწყვეტი ბრძოლის ფრონტი. ის უფრო პოტენციური ხაფანგია, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს “ტრამპიზმის” მთავარი ლოზუნგი (“ამერიკა უპირველეს ყოვლისა”).

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კამპანია, მით უფრო იზრდება საფრთხე, რომ ის გადაიქცევა კიდევ ერთ ძვირადღირებულ და გაურკვეველი დასასრულის მქონე კონფლიქტად. რუბიოს “ხაზი” კი ეფუძნება ამერიკის ტრადიციულ გლობალურ როლს. ამ ხედვაში ირანის კრიზისი წარმოადგენს შესაძლებლობას, აღდგეს ქვეყნის ავტორიტეტი, რომელმაც გამოიჩინა სიმტკიცე მოკავშირეების წინაშე და შეასუსტა თეირანის რეგიონული პოზიციები. სწორედ ამიტომ ყოველი სამხედრო ეპიზოდი, რომელიც ჯერჯერობით კატასტროფით არ მთავრდება, ობიექტურად აძლიერებს რუბიოს პოზიციებს. თავად ტრამპისთვის ამ შიდა ბალანსის შენარჩუნება, უახლოეს პერსპექტივაში მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იქცევა. მან ერთდროულად უნდა დააკმაყოფილოს ორივე მიმართულება, თან აჩვენოს სიმტკიცე, მაგრამ არ ჩაითრიოს ქვეყანა ახალ დიდ ომში. სწორედ ამიტომ ირანის კამპანიის დასრულების ყველაზე რეალისტური ფორმულა შეიძლება იყოს შეზღუდული სამხედრო დარტყმების, დიპლომატიური ზეწოლის და შემდეგ „სტრატეგიული გამარჯვების“ გამოცხადების კომბინაცია. ასეთი სქემა საშუალებას იძლევა კონფლიქტი ამომრჩეველს წარედგინოს როგორც “ძალის ტრიუმფი”, დიდი ომის ფასის გადახდის გარეშე.

ტრამპმა ამ “კიდევ ერთი მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების” ნიშნად შეიძლება წარმოაჩინოს: ირანის სარაკეტო ან ბირთვული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება ან სერიოზული დაზიანება; აშშ-ს შესაძლებლობის დემონსტრირება, განახორციელოს სამხედრო დარტყმები სახმელეთო ომში ჩათრევის გარეშე; ირანის მიერ რეგიონში მოქმედი პროქსი-ძალების აქტივობის იძულებითი შემცირება; ანტი ირანული რეგიონული ალიანსის გაძლიერება ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების გარშემო; თეირანთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე ამერიკული ძალის პოზიციიდან; საერთაშორისო ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების გარანტირება. კონგრესის საშემოდგომო შუალედური არჩევნების მოახლოებისა და აშშ-ს დაარსებიდან 250 წლის საიუბილეო თარიღის წინ ვაშინგტონს დრო პრაქტიკულად არ აქვს ხანგრძლივი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. თუ ტრამპი შეძლებს ირანის თემის სწრაფ და ეფექტურ პოლიტიკურ ფინალამდე მიყვანას, ის ამას წარმოაჩენს როგორც საკუთარი ფორმულის კიდევ ერთ დადასტურებას – „ძალის მეშვეობით დამყარებული მშვიდობა“. თუკი კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები. როგორ, რა დეკლარირებული დივიდენდებით და რა დროს გამოვა ამ ხაფანგიდან ტრამპი, ეს არის მნიშვნელოვანი და ხომ არ ჩაუშლის მის გეგმებს რომელიმე უსიამოვნო სიურპრიზი ან ირანის, ან ისრაელის მხრიდან,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.